Advanced Engineering 3D Printers
ჩვენ გთავაზობთ თერმოპლასტმასის გამოყენებით ბეჭდვაზე დაფუძნებულ ადიტიურ სისტემებს და მომსახურებას
ჩვენს შესახებ
Advanced Engineering 3D Printers (AE3DP) არის ორიგინალური მოწყობილობის მსოფლიოში პირველი და ერთადერთი მწარმოებელი, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს ადიტიური სისტემების AnyForm Factory™ and Gigaprinter™ წარმოება და ექსპორტი.
აღნიშნული სისტემები სრულად შეესაბამება უნიკალურ ტექნოლოგიას Versatile Thermoplastics Particle Manufacturing™ , რომელიც წარმოადგენს თერმოპლასტური გრანულების გამოყენებით ბეჭდვის უნივერსალურ სისტემას. ამჟამად ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია, რომელიც იყენებს ამ ტექნოლოგიას.
სრული ინფორმაცია ტექნოლოგიაზე Versatile Thermoplastics Particle Manufacturing შეგიძლიათ იხილოთ VTPM
კომპანიამ Advanced Engineering Intellectual Property, The Technology Bank™ (AEIP) მოიპოვა ადიტიური წარმოების სისტემების მსოფლიოს მასშტაბით დისტრიბუციის სპეციალური ლიცენზია.
AEIP არის VTPM ტექნოლოგიასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების მფლობელი და აკონტროლებს აღნიშნული საკუთრების ჯეროვან გამოყენებას.
გაიგე მეტი AEIP შესახებ.
აღნიშნული სერვისები შეიცავს:
დროებითი გამოყენების დეტალების, სწრაფად დამზადებული პროტოტიპების, ხელმისაწვდომი ხელსაწყოების ან ყალიბების, დიზაინის ან ხელოვნების ნიმუშების, თეატრალური და კინო- სტუდიების ინვენტარის და დეკორაციების, აგრეთვე სხვა სახის 3D-პროდუქტების დამზადებას.


შეკვეთილი ნივთები დამზადდება VTPM ტექნოლოგიის გამოყენებით და გაეგზავნება მომხმარებელს.

AE3DP-ს უფლება აქვს განახორციელოს ადიტიური წარმოების დარგში აუთსორსული მომსახურება (მათ შორის თბილისში) ბრენდებითით Shape Factory™.
კომპანია
დაფუძნებულია თბილისში 2023 წელს.

საქართველოს ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან დამყარებული ჰქონდა საქმიანი ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყანასთან, რაც მეტწილად ქვეყნის შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეებითაა განპირობებული. საქართველო დიდი აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ამჟამად საქართველო წარმოადგენს ბაზას VTPM-ტექნოლოგიის გამოყენებით წარმოებისთვის და დისტრიბუციისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა იდეალურია ამისთვის.
საქართველოში ჩამოყალიბდა საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი ბათუმის და ფოთის პორტების მეშვეობით. მსოფლიო ბანკმა საქართველო შეაფასა როგორც „მსოფლიოს ნომერი პირველი ეკონომიკური რეფორმატორი“ და მიანიჭა საქართველოს მსოფლიოში მე-2 ადგილი ბიზნესის დაწყების თვალსაზრისით და მე-7 ადგილი ბიზნესის დაწყების სიმარტივის მიმართებით.
საქართველო არის ტრადიციულად მრავალეროვნული ქვეყანა, სადაც შეიქმნა იდეალური პირობები პროფესიონალთა საერთაშორისო გუნდის ჩამოყალიბებისთვის. ჩვენი სპეციალისტები სიამოვნებით და დიდი ინტერესით მუშაობენ ჩვენი პროექტების განხორციელებაზე.

AE3DP ახორციელებს მოწინავე სისტემების დანერგვას ადიტიური წარმოების დარგში, ამზადებს მაღალი ხარისხის ნაკეთობებს.
სისტემის დანერგვის და დაყენების შემდგომ, ნაკეთობა გადის საბოლოო შემოწმებას და მიეწოდება მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
საკონტაქტო ინფორმაცია შპს
Advanced EngIneering 3D Printers LLC
სათაო ოფისი
თბილისი, მთაწმინდა, 0105, გიორგი ლეონიძეის 2ა, სართული 5, სივრცე #7.
მისამართები
თბილისი, დიღომი, 0160, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქუჩის #1, სართული 2. ტელეფონი +995 32 288 50 15
კომპანია
გაიგე ჩვენს შესახებ